ლიტერატურული

დახვეწილი ქართული გასტრონომიული გამოცდილების მისაღებად რუსთაველის დარბაზს შეგიძლიათ ესტუმროთ, სადაც თანამედროვე ინტერპრეტაციით მომზადებული ტრადიციული ქართული და ევროპული კერძები გელოდებათ. თქვენი გასტრონომიული გამოცდილების სრულყოფაში კი სპეციალურად შერჩეული ღვინის მენიუ დაგეხმარებათ, სადაც არამასობრივი, ადგილობრივი წარმოების ღვინოებიც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ. რესტორნის ინტერიერი „ვეფხისტყაოსნის“ მოტივებით არის შთაგონებული.